Amazon-მა COVID-19ის დასადგენად ოფისებში თერმული კამერების გამოყენება დაიწყო

45

Amazon-მა თავის საწყობებში მსოფლიოს მასშტაბით თერმული კამერები დააყენა, რათა დააკვირდეს აღენიშნება თუ არა კომპანიის თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის სიმპტომი.

კამერას შეუძლია დააფიქსიროს აქვს თუ არა რომელიმე თანამშრომელს სიცხე. ამას კი შენობაში მყოფი ადამიანების სხეულის ტემპერატურის შედარებით აკეთებს.

ეს ტექნოლოგია გაცილებით უფრო ოპერატიულად მუშაობს, ვიდრე ის თერმომეტრები, რასაც კომპანია აქამდე იყენებდა.

აშშ-ში არსებულ Amazon-ის საწყობებში COVID-19 უკვე 50 თანამშრომელს გამოუვლინდა.

კომპანიის თანამშრომლები კი უკვე დიდი ხანია, რაც გამოთქვამენ უკმაყოფილებას სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით, მათი თქმით,რთულია  საწყობში სოციალური დისტანციის დაცვა.

თერმული ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება 2003 წლიდან, მას შემდეგ რაც მწვავე რესპირატორული დაავადება, სარსის ეპიდემია მძვინვარებდა. თერმული კამერები მაშინ აეროპორტებში დააყენეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ თერმული ტექნოლოგიებით არა ერთი ინდუსტრიაა დაინტერესებული, საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნილებაც“ – აცხადებს „თერმოსკანის“ დირექტორი, დეივ ბლეინი.

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტემპტერატურის სქრინინგის ნაკლოვანებებზე ისაუბრა, ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, თერმო სქრინინგმა შესაძლოა დადებითი პასუხი აჩვენოს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ასიმპტომურია თუ არა.

თუმცა, ბლეინი თვლის, რომ „დღევანდელი ტექნოლოგიები საკმაოდ დიდი სიზუტით გამოირჩევა“.

 

გააკეთეთ კომენტარი