გონიერი ეკო გზები, რომლებიც მანქანებს დატენიან

62

მიუხედავად იმისა, რომ გზები ტრანსპორტირებისთვის მნიშნელოვანია, მაათი დიდი ნაწილი მაინც გამოუყენებელ სივრცედ შეგვიძლია შევაფასოდ. თუმცა, ე.წ ჭკვიანი გზების ტექნოლოგიების დანრეგვამ,შესაძლოა, ეს დამოკიდებულება შეცვალოს. მაგალითად ისეთი გზების, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების წონას ზომავენ, ან თუნდაც მოძრავი მანქანის სიჩქარეს აფიქსირებენ.

ჭკვიანი გზა სენსორების მეშვეობით უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებას და მონაცემთა შენახვისა და გარემოში მომხდარ ცვლილებებზე რეაგირების უნარი აქვს.

ენერგიის მობილიზება

ფოტომოლტარული პანელები შეიძლება გზის ზედაპირზე ჩაშენდეს მზის შუქის დასაფიქსირებლად, ხოლო ასფალტის ქვეშ დამონტაჟებულ პიეზოელექტრულ მასალებს შეეძლებათ იმის გენერირება ავტომობილის გადაადგილებისას ასფალტი განიცდის თუ არა დეფორმირებას.

მუსიკალური გზები

ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა იაპონია, დანია, ჰოლანდია, ტაივანი და სახმრეთ კორეა ე.წ მუსიკალური გზები არსებობს, რომლებიც მაშინ ირთვება, როდესაც მანქანა ჩაივლის. სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა ნოტების სერია მივიღოთ. მთავარი აზრი კი იმ მძღოლების გაფრთხილებაა, რომლებიც მაღალი სიჩქარით ატარებენ

ავტომატური აწონვა

თუკი ადრე შესაძლებელი იყო დაბალ სიჩქარეზე მოძრავი მანქანების წონის გაგება, დღეს ტექნოლოგიების დახმრებით ეს უკვე მაღალ სიჩქარეზე მოძრავი ავტომობილის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი. დიტანციური მონიტნტორიგნის მეშვეობით მეშეობით შეიძლება გაკონტროლდეს ხომ არ არღვევს წონასთან მიმართებით დაწესებულ ლიმიტს რომელიმე სატვირთო მანქანა.

სატრანსპორტო საშუალებების დატენვა

ელექტრომობილებისადმი გაზრდილმა  მოთხოვნილებამ ხელი შეუწყო ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას, რომლის მეშვეობითაც საპტრნსპორტო საშუალებები გადაადგილების დროსაც კი დაიტენებიან. ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით მანქანაში არსებული ე.წ მიმღები მოწყობილობა გარდაიქმნება ავტომობილის დატენვის წყაროდ.

ჭკვიანი საგზაო მოძრაობის წესები

საგზაო მოძრაობის ნიშნები ყოველთვის კარგად აღქმადი არ არის, ამასთანავე რთულია იმის დამახსოვრება თუ რომელი რას ნიშნავს. მანქანებს მიეცემათ შესაძლებლობა  იქ დამაგრებული მიმღების მეშვეობით მძღოლი ვერბალურად გააფრთიხლონ თუ რომელ საგზაო ნიშანს უახლოვდებიან. რაც მთავარია მის ეფექტურობაზე ცუდი ამინდი გავლენას არ ახდენს.

მოძრაობის წესების დარღვევა და შეტყობინებები

სენსორები და კამერები შესაძლოა გაერთიანდეს, რათა მძღოლებს დარღვევის შესახებ შეატყიბინონ. საგზაო სიგნალების ავტომატური გადაცემა გულისხმობს იმას, რომ მძღოლები ვერ უარყოფენ, მათ დაუნახავთ თუ არა გაფრთხილებები, რადგან ჩანაწერი შენახული იქნება მათი მანქანის ე.წ შავ ყუთში.

მოსაუბრე მანქანები

ე.წ car-to-car კომუნიკაციის ტექნოლოგია მანქანებს აძლევს საშუალებას გაცვალონ ინფორმაცია მანქანაზე ნებისმიერ მიერთებულ მოწყობილობაზე. მსგავსი კომუნიკაციას გამოიყენებენ საცობებისა თუ ავარიების პრევენციის მიზნით.

ჭკვიანი გადაკვეთის წერტილები

სენსორების და კამერების გაერთიანება ობიექტების ამოცნობის სისტემებთან (რომლებსაც შეუძლიათ მანქანების და სხვა გზის „მომხმარებლების“ გამოვლენა), ხელს შეუწყობს გზაჯვარედინებზე უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას. აგრეთვე, ეს ხელს შეუწყობს ველოსპიდებით მოსიარულეებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს კი უპირატესობა მიენიჭება.

9 არსებობს ე.წ ოქროს საათი, როდესაც მომხდარი ავარიის შემდეგ შანსი იმისა, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე გაცილებით დიდია. მანქანების კომუნიკაციაბის ტექნოლოგია იძლვეა საშუალებას სასწრაფო დახმარების ბრიგადას მიეწოდოს სრული ინფორმაცია თუ რამდენი და რა ტიპის მანქანა დაშავდა. შესაძლოა ეს ერთგვარი გაფრთხილებაც კი იყოს მძღოლებისთვის რომ შეანელოს მოძრაობა.

ჭკვიანი ქუჩის განათებები

ქუჩის ჭკვიანი განათებები, რომლენიც თავის მხრივ მოიცავენ სენსერობსა და უსადენო კავშირს, ავტომობილის უჩვენებენ – დასატენია თუ არა ბატარეა, ახდენენ ჰაერის ხარისხის დას პარკირების მონიტორინგს.

გააკეთეთ კომენტარი