პარიზში აქციაზე დაკავებულებიდან 250 ადამიანი კვლავ საპატიმროში რჩება

22

პარიზში გამართული აქციის დროს გუშინ პოლიციამ 380 ადამიანი დააკავა. დაკავებულებიდან ამ დროისთვის 250 ადამიანი კვლავ საპატიმროში რჩება. ინფორმაციას აღნიშნულზე ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე ქვეყნის მასშტაბით სულ 164 400 დემონსტრანტი გამოვიდა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ პიტიე-სალპეტრიერეს საავადმყოფოში პოლიციამ 30 მომიტინგე დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტოფ კასტანერი აღნიშნავს, რომ საავადმყოფოზე „თავდასხმა“ მოხდა, ხოლო ზოგიერთი თვითმხილველის განცხადებით, მომიტინგეები უბრალოდ ცრემლსადენი გაზისგან დაცვას ცდილობდნენ და საავადმყოფოში ამიტომ შევიდნენ.

გააკეთეთ კომენტარი