კარლ ჰარცელი – ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში

35

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და ის უფრო ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც არის უფრო ფართო კონტექსტის შემადგენელი ნაწილი. ევროკავშირი, როგორც ყოველთვის, სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა ამ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

გააკეთეთ კომენტარი