ტერეზა მეის განცხადებით, ტრამპმა მას ურჩია, რომ ევროკავშირს სასამართლოში უჩივლოს

8

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის უთხრა, რომ მან „ბრექსიტთან“ დაკავშირებით, მოლაპარაკებების ნაცვლად ევროკავშირს სასამართლოში უნდა უჩივლოს.

აღნიშნულის შესახებ BBC-ის ტერეზა მეიმ განუცხადა.

პარასკევს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრს რჩევა მისცა, მაგრამ მეიმ ეს ძალიან „ბრუტალურად“ მიიჩნია.

BBC-ის ჟურნალისტის, ანდრიუ მარის მიერ დასმული შეკითხვის – რა რჩევა იყოს ეს? – საპასუხოდ ტერეზა მეიმ განაცხადა: „მან მითხრა, რომ მე სასამართლოში უნდა ვუჩივლო ევროკავშირს და არ წავიდე მოლაპარაკებებზე“.

მან დაიცვა თავისი გეგმა „ბრექსიტთან“ დაკავშირებით და დაჟინებით მოუწოდა მის კრიტიკოსებს, მხარი დაუჭირონ მას.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს გააფორმოს სავაჭრო შეთანხმებები სხვა სახელმწიფოებთან, დაასრულოს ხალხის თავისუფალი გადაადგილება და დაასრულოს ევროპული სასამართლოს იურისდიქცია.

გააკეთეთ კომენტარი