სამინისტროების საქმე არ არის აგური, ცემენტი და ქვიშა, მათი საქმეა პოლიტიკის წარმოება

16

ზოგადად, სამინისტროების საქმე არ არის აგური, ცემენტი და ქვიშა. მათი საქმეა პოლიტიკის წარმოება, ხალხთან მუშაობა, უკუკავშირის მიღება და ადეკვატური პოლიტიკის წარმოება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2019 წლისთვის მშენებლობისთვის 110 -120 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

„2019 წლისთვის ვგეგმავთ 110-120 მილიონი ლარის გამოყოფას მშენებლობებისთვის და რაც შეეხება მშენებლობების ტემპს, თქვენ იცით, ჩემი არგუმენტაცია, რატომაც მე ვფიქრობ, რომ სამშენებლო კომპონენტი იყო გამოსაყოფი სამინისტროებისგან., ზოგადად, სამინისტროების საქმე არ არის აგური, ცემენტი და ქვიშა. მათი საქმეა პოლიტიკის წარმოება, ხალხთან მუშაობა, უკუკავშირის მიღება და ადეკვატური პოლიტიკის წარმოება. ამით უნდა იყოს დაკავებული სწორედ იმ პროფილის სამინისტრო, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენციები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მშენებლობის ნაწილში გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები,” – განაცხადა ბახტაძემ.

გააკეთეთ კომენტარი