მღვიმიდან გამოყვანილმა ბიჭებმა პირველად ისაუბრეს – “მადლობა ყველას”

27

ტა­ი­ლან­დელ­მა ბი­ჭებ­მა, რომ­ლე­ბიც დატ­ბო­რი­ლი გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამო­იყ­ვა­ნეს, სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რეს. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში 12 ბიჭი და მათი მწვრთნე­ლი მად­ლო­ბას უხ­დი­ან მაშ­ვე­ლებს და ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც მათ გულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

ბი­ჭე­ბი ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ თავს კარ­გად გრძნო­ბენ და სა­უბ­რო­ბენ ტა­ი­ლან­დურ კერ­ძებ­ზე, რომ­ლის და­გე­მოვ­ნე­ბაც ძა­ლი­ან უნ­დათ.7

„მად­ლო­ბა ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის, თავს კარ­გად ვგრძნობთ,“ – ამ­ბო­ბენ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ბი­ჭე­ბი.

მათი 25 წლის მწვრთნე­ლი კი მად­ლო­ბას უხ­დის ტა­ი­ლან­დის მთავ­რო­ბას და ყვე­ლა სა­მაშ­ვე­ლო სა­ა­გენ­ტოს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

„მად­ლო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ყვე­ლა სა­ა­გენ­ტოს, მაშ­ვე­ლებს, ექი­მებს. თავს კარ­გად ვრგძნობ და უკვე შე­მიძ­ლია, ნორ­მა­ლუ­რად ვჭა­მო კი­დეც,“ – ამ­ბობს ეკა­პო­ლი

მღვი­მი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლებს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მო­მა­ვალ კვი­რა­ში გა­წე­რენ. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ბი­ჭებს მო­უ­წო­და, არ მის­ცენ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მე­დი­ას, რად­გან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მათი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო შე­იძ­ლე­ბა იყოს.

ტა­ი­ლან­დე­ლი ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის, „გა­რე­უ­ლი ტა­ხე­ბის“ წევ­რე­ბი არი­ან, და მათი მწვრთნე­ლი 23 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. 2 ივ­ლი­ის მათ დატ­ბო­რილ მღვი­მე­ში ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა მი­აგ­ნეს.

გააკეთეთ კომენტარი