მადრიდის “რეალი”: ნეიმარს არ ვყიდულობთ!

25

მადრიდის “რეალმა” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კლუბი პსჟ-ს ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმართან არანაირ მოალაპარაკებას არ აწარმოებს.

“გვსურს, ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს გამოვეხმაუროთ და განვაცხადოთ, რომ “რეალი” ნეიმარის ტრანსფერზე არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

ჩვენს კლუბს პსჟ-სთან ჩინებული ურთიერთობა აქვს, ასე, რომ თუ პარიზელების ფეხბურთელის დამატება მოგვინდება, პირველ რიგში გუნდს დავუკავშირდებით და არა ფეხბურთელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი