ავარიის დროს გარდაცვლილი ჩვილების დედისა და ბებიის მდგომარეობა სტაბილურია

36

ქო­ბუ­ლე­თი-ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით გზა­ზე ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­შა­ვე­ბუ­ლებს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ავა­რი­ის დროს მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ერთი ოჯა­ხის ხუთი წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, ავა­რი­ის შე­დე­გად, სამი ადა­მი­ა­ნი – ორი ბავ­შვი და მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ბავ­შვე­ბის დედა და ბე­ბია და­შავ­და.ქო­ბუ­ლე­თი-ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 276-ე მუხ­ლის მეშ­ვი­დე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

გააკეთეთ კომენტარი