„ბრექსიტის“ მინისტრი დევიდ დევისი გადადგა

27

„ბრექსიტის“ მდივანი დევიდ დევისი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში, თანამდებობიდან გადადგა. მან BBC-ს უთხრა, რომ იგი უკვე აღარ არის საუკეთესო პერსონა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთანხმებულ პრემიერ მინისტრის გეგმას მიიტანს ბრიუსელში, რადგან მას „არ სჯერა“ ამის.

დევისმა აღნიშნა, რომ „კარიერის დამასრულებელი“ გადაწყვეტილება პერსონალურად მიიღო. იგი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებებისას „მეტისმეტად ბევრს გასცემს და ძალიან ადვილად თმობს“.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსათვის.

დევისის გადადგომა დარტყმას წარმოადგენს მეისათვის – რომლის „კონსერვატიულ პარტიას“ ჩრდილოეთ ირლანდიის „დემოკრატიული უნიონისტების პარტიის“ 10 დეპუტატის შემადგენლობის ხარჯზე აქვს მოპოვებული უმრავლესობა თემთა პალატაში – რადგან, იგი ცდილობს ევროსკეპტიკოსი დეპუტატების მხარდაჭერის მოპოვებას მის მიერ წარდგენილ „ბრექსიტის“ ხედვაზე. ამ ფონზე კი მმართველ პარტიაში აზრთა ნებისმიერი გაყოფა წარმოშობს იმის საფრთხეს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება აღმოჩნდეს მეის გეგმა თემთა პალატაში კენჭისყრისას და ხელახლა წარმოშობს შეკითხვებს მისი თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით.

დიდი ბრიტანეთი 2016 წელს ჩატარებული ისტორიული რეფრენდუმის შედეგად, ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს, მაგრამ მხარეები ჯერ კიდევ უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება სავაჭრო და სხვა ურთიერთობები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გაერთიანებიდან გავა.

დევისის გადადგომის შემდეგ, „ბრექსიტის“ ახალი მინისტრი დომინიკ რააბი გახდა.

გააკეთეთ კომენტარი