დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გადააყენეს. „ბიბისის“ ცნობით, სამხედრო უწყების ხელმძრვანელად საერთაშორისო განვითარების მინისტრი პენი მორდონტი დაინიშნა, რომელიც ამ პოსტზე პირველი ქალი იქნება.
„პრემიერ-მინისტრმა გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან დაკარგა რწმენა, რომ მას შეეძლო თავდაცვის მინისტრად მუშაობის გაგრძელება“, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება გამოძიებას ეროვნული უშიშროების საბჭოს დახურული მოლაპარაკებებიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ.
გააკეთეთ კომენტარი