რას ურჩევს ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოსალოდნელი მძიმე დღეების შესახებ

300

ას­ტრო­ლო­გე­ბი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რთულ პე­რი­ო­დებს აა­ნონ­სე­ბენ და ადა­მი­ა­ნებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, რად­გა­ნაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია მთვა­რის და მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი, რაც ამა თუ იმ ას­ტრო­ლო­გი­ურ ნი­შანს სირ­თუ­ლე­ებს უქ­მნის. ას­ტრო­ლო­გი­უ­რად რა სირ­თუ­ლე­ე­ბია გა­და­სა­ლა­ხი და რო­გორ უნდა გა­და­ი­ლა­ხოს, ამა­ზე ას­ტრო­ლო­გი სო­ფია ბზე­კა­ლა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

– რო­გორც ვიცი, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ყო­ველ­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რა ქმნის ამ სირ­თუ­ლეს?

– პლა­ნე­ტე­ბი ყო­ველ წელს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ას­პექ­ტებს და კონ­ფი­გუ­რა­ცი­ებს ქმნი­ან ცაზე, ამი­ტომ ყო­ვე­ლი ზა­ფხუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თუმ­ცა ივ­ლის-აგ­ვის­ტოს უწევს ხოლ­მე ლო­მის ზო­დი­ა­ქოს პე­რი­ო­დი, ლომი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცე­ცხლის ნი­შა­ნია, ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თვის “ღვი­ვის” სხვა­დას­ხვა ტი­პის კონ­ფლიქ­ტი და ემო­ცი­ე­ბი ძლი­ერ­დე­ბა.

– ას­ტრო­ლო­გე­ბი ადა­მი­ა­ნებს ამ პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად აფრ­თხი­ლებთ, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და ნუ აყ­ვე­ბი­ან ემო­ცი­ებს. ამ­ჯე­რად, რას უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა?

– წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლია იმი­ტომ, რომ ე.წ. “დაბ­ნე­ლე­ბე­ბის კო­რი­დორ­ში” ვიმ­ყო­ფე­ბით – 13, 27 ივ­ლი­სი და 11 აგ­ვის­ტო მზის დაბ­ნე­ლე­ბის თა­რი­ღე­ბია. 13 ივ­ლისს და 11 აგ­ვის­ტოს მზის, ხოლო 27 ივ­ლისს – მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. დაბ­ნე­ლე­ბე­ბი კი ყო­ველ­თვის ააქ­ტი­უ­რებს ძა­ლი­ან დიდ ენერ­გე­ტი­კას, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან მო­ე­დი­ნე­ბა. ამ ენერ­გე­ტი­კას თა­ვის მხრივ კულ­მი­ნა­ცი­ამ­დე მიჰ­ყავს ემო­ცი­უ­რი ფონი რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­ში, ისე პრო­ცე­სე­ბი მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც თა­ვის ლო­გი­კურ და­სას­რულს ან გარ­და­ტე­ხის ეპი­ცენ­ტრს მი­აღ­წია. ამი­ტო­მაც არის, რომ დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, ამ­ბე­ბი ხდე­ბა, რო­გორც გლო­ბა­ლუ­რად, ისე ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბა­ში. ასეთ დღე­ებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მეტი სიმ­შვი­დე (იმი­ტომ, რომ აგ­რე­სი­ულ-ემო­ცი­უ­რი ფონი ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­დე­ბა), ასე­ვე კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა, დიპ­ლო­მა­ტია და ყვე­ლა ნა­ბი­ჯის აწონ-და­წო­ნა. წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი კირჩხი­ბის, მერ­წყუ­ლის და ლო­მის ნიშ­ნებს ემ­თხვე­ვა. ეს წინ წა­მოს­წევს ოჯა­ხუ­რი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პე­რი­პე­ტი­ებს, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­გა­მო­ხატ­ვის თე­მებს.

– დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ფონ­ზე კი­დევ რა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

– ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კუ­თხით. ძი­რი­თა­დად ოჯა­ხურ-პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. შე­საძ­ლოა, მო­მა­ტე­ბუ­ლი იყოს აგ­რე­სია, მოგ­ვი­წევს სა­კუ­თარ ში­შებს და კომ­პლექ­სებს ღრმად ჩავ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში და შე­ვიც­ვა­ლოთ. სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა გვმარ­თებს ასე­ვე სა­ჭეს­თან. ეს ნე­გა­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან თით­ქმის აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე გრძელ­დე­ბა. გა­ცი­ლე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი სექ­ტემ­ბრის 6 რი­ცხვის მერე იწყე­ბა.

– სირ­თუ­ლე­ე­ბი უმე­ტე­სად რო­მელ ნიშ­ნებს უშ­ლის ხელს?

– გან­სა­კუთ­რე­ბულ წინ­და­ხე­დუ­ლე­ბას ვურ­ჩევ კირჩხი­ბებს, მერ­წყუ­ლებს, ლო­მებს. ასე­ვე მო­რი­ე­ლებს, თხის რქებს, ვერ­ძებ­სა და კუ­რო­ებ­საც. იმუ­შა­ვეთ ოჯა­ხურ და პარტნი­ო­რულ კავ­ში­რებ­ზე, და­ა­ფა­სეთ მე­გობ­რე­ბი, არ შე­ზღუ­დოთ სხვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და აკონ­ტრო­ლეთ ეგო­ცენ­ტრიზ­მი. ნუ გა­მო­ავ­ლენთ არა­ჯან­საღ ამ­ბი­ცი­ებს. დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში არ მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, არ იჩხუ­ბოთ, ნუ გა­ი­კე­თებთ ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს და ნუ და­ი­წყებთ სა­სა­მარ­თლო და­ვებს, რომ შე­და­რე­ბით მშვი­დად გა­ი­ა­როთ ეს პე­რი­ო­დი.

გააკეთეთ კომენტარი