აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი COVID-19თან დაკავშირებით შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის გაფრთხილებებს უგულებელყოფდა თეთრი სახლის ადმინისიტრაცია კი მათ მკაფიო გზავნილებს პანდემიასთან დაკავშირებით, აიგნორებდა.
ტრამპმა დაზვერვის სამსახურის გაფრთილებები კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში დააიგნორა. მეტიც, პრეზიდენტმა, ისიც აღნიშნა, რომ ის პატივს არ სცემს მათ, ვინც მის მოსაზრებებს არ იზიარებს. ჯერ კიდევ გასულ წელს, კონგრესში გამართულ ყოველწლიურ ბირიფნგზე, ტრამპმა დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სკოლაში დაბრუნებულიყვნენ.“
წელს კი დაზვერვის სამსახურის მიმართ ტრამპის გაღიზიანება ბევრმა გარდაცვლილმა ამერიკელმა და მოძველებულმა ჯანდაცვის სისტემამ გამოიწვია. დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები იუწყებოდნენ თუ როგორ შეიძლებოდა პანდემიის თავიდან აცილება. თუმცა, ტრამპმა ამ შემთხვევაშიც არაფერი მოიმოქმედა.
ამერიკელების უმეტესობა ვერასოდეს იხილავს იმ ანგარიშებს, რასაც დონალდ ტრამპს ყოველ დღე წარუდგენენ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები.
სწორედ ამიტომ, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ გამართული საჯარო ბრიფინგები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი პრეზიდენტის უცოდინრობაზე საუბრობენ.
რასაკვირველია, საჯარო ბრიფინგებზე ყველა დეტალი ვერ გაჟღერდება, თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალების და მიგნებების გასაჯაროება მაინც საჭიროა.
2019 წელს გამართულმა ბრიფინგმა ტრამპი საკმაოდ გაანაწყენა. შტატების ეროვნული დაზვერვის მაშინდელმა დირექტორმა, დენ ქოუტსმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ რუსეთი უხეშად ჩაერია აშშ-ს 2016 წლის არჩევნებში. გარდა ამისა, ქოუტსმა ისაუბრა ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბოლოდროინდელ ურთიერთობაზეც, რაც, ქოუტსის თქმით, „შტატების ატომური იარაღის მიმართ არსებულ ამბიციებთან ახლოს არ იყო“.
თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიურ ბრიფინგზე, გლობალური პანდემიის რისკზე გაკეთდა აქცენტი. ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა ამაზე პირველად საუბარი ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც შტატების სათავეში ბარაკ ობამა მოვიდა. „შტატებისთვის დიდი გამოწვევა იქნება მოახლოებული პანდემია.“
2013 წლის მარტში კი მაშინდელმა დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, ჯეიმს კლეპერმაც ისაუბრა საშიში, ზოონოზონური ვირუსების რისკებზე. მან განაცხადა, რომ „პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც მარტივად ვრცელდება რესპირატორული გზით, კლავს ან ართმევს შრომისუნარიანობას დაავადებულთა 1 %-ს. ეს კი დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს, რაც საბოლოოდ, პანდემიაში გადაიზრდება.
ამ რისკებზე სუბრისას, კლეპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჰიპოთეტური მსჯელობა არ იყო.
ქოუტსმა კვლავ გააკეთა მსგავსი სახის განცხადება 2019 წელს. „როგორც აშშ, აგრეთვე მსოფლიო იქნება დაუცველი პანდემიის წინაშე, დაავადება იქნება გადამდები, რაც მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა დიდ როაოდენობას მოასწავებს, აგრეთვე მკვეთრად დააზარალებს მსოფლიო ეკონომიკას, დაძაბავს საერთაშორისო ურთიერთობებს“.
ტრამმა COVID-19ის პანდემია მოიაზრა, როგორც „გაუთვალისწინებელი პრობლემა, რომელიც არსაიდან დაიწყო“.
თუმცა, შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახური არ იყო ერთადაერთი უწყება რაც შტატების პრეზიდენტებს აფრთხილებდა. 2008 წლის ანგარიშში, Global Trends 2025-ში საუბარი იყო იმაზე, რომ მსოფლიოს ელოდება გადამდები, რესპირატორული დაავადება, რაც გლობალური პანდემია გახდება. აქ ასევე, საუბარია იმაზეც, რომ დაავადების გავრცელების არეალი მჭიდროდ დასახებული ტერიტორიები გახდება, ისეთები, როგორებიცაა ჩინეთი და სამხრეთ აზია. გარდა ამისა, ავტორები იუწყებოდნენ, რომ ტურისტები შესაძლოა აბსოლუტურად უსიმპტომოდ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, თუმცა მაინც იყვნენ დაავადებულები.
ერთი რამ ფაქტია, ადამიანის სიცოცხლისთვის და სმოფლიო ეკონომიკისთვის სახიფათო მოსალოდნელი შედეგები დიდი ხნის წინ იწინასწრამეტყველეს. შტატების ეროვნული დაზვრევის სამსახური მსგავსი სცენარის განვითარებას უვკე 12 წელია, რაც ელოდებოდა. თუმცა, ისინიც ვერ წარმოიდგენდნე,ნ, რომ მათ წინაშე არმოჩნდებოდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ეგოს დასაკმაყოფილებლად ამდენი ადამიანის სიცოცხლეს სწირავს.
გააკეთეთ კომენტარი