კასპის სამედიცინო ცენტრ “მედალფაში” მშობიარე ქალი გარდაიცვალა

114

კასპის სამედიცინო ცენტრ “მედალფაში” მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეაში მცხოვრები 31 წლის ქალია. ექიმების განცხადებით, ახალშობილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეს ქალის პირველი მშობიარობა იყო. კასპის საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.

გარდაცვლილს ექსპერტიზა გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

გააკეთეთ კომენტარი