ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

116

ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

ირაკლი ნოზაძე დღეს გამომძიებლებმა საავადმყოფოში დაკითხეს. როგორც მისმა ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, ირაკლის პოზიცია ასეთია, რომ საქმეში ნარკოტიკები არაფერ შუაშია და კონფლიქტი ვალს უკავშირდება.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა 29 ივნისს შეუფარდა.

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 25 ივნისს დაჭრეს.

დაკავებულია ორი პირი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

გააკეთეთ კომენტარი