ექიმი, რომელმაც მღვიმეში სამი დღე გაატარა და შეშინებული ბიჭები ყვინთვისთვის მოამზადა

113

რო­დე­საც ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა დატ­ბო­რილ მღვი­მე­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ გუნდს მი­აგ­ნეს, ავ­სტრა­ლი­ე­ლი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი რი­ჩარდ ჰა­რი­სი ტა­ი­ლან­დში შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. ბი­ჭე­ბის ამ­ბის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე მღვი­მეს მი­ა­შუ­რა, რომ მაშ­ვე­ლებს დახ­მა­რე­ბო­და.

BBC წერს, რომ ჰა­რი­სი მყვინ­თა­ვებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და მღვი­მე­ში და იქ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე სუს­ტად გრძნობ­დნენ თავს, გა­მოქ­ვა­ბუ­ლი პირ­ვე­ლებ­მა და­ტო­ვეს.

ექი­მი ჰა­რი­სი, რო­მელ­საც ჰა­რის ეძა­ხი­ან, ბოლო იყო, ვინც დატ­ბო­რი­ლი მღვი­მი­დან გა­მო­ვი­და.

ზე­ი­მი ექი­მის­თვის მალე მწუ­ხა­რე­ბით შე­იც­ვა­ლა – გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მა­ლე­ვე შე­ი­ტყო, რომ მისი მამა გარ­და­იც­ვა­ლა.

რი­ჩარდ ჰა­რი­სის ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თვა ტა­ი­ლან­დის მთავ­რო­ბას ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა სთხო­ვეს.

„მას ოპე­რა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ჰქონ­და,“ – გა­ნა­ცხა­და ავ­სტრა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჯული ბი­შოპ­მა.

ევა­კუ­ა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­რონგსაკ ოსო­ტა­ნა­კორნ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ ბი­ჭე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ტა­ი­ლან­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი კი, მისი თქმით, სწო­რედ ანეს­თე­ზი­ო­ლოგ ჰა­რისს მი­უ­ძღვის.

ექი­მის მე­გო­ბა­რი, სიუ ქროუ BBC-სთან ამ­ბობს, რომ რი­ჩარ­დი თავ­და­უ­ზო­გა­ვი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებ­და, მღვი­მე­ში ბი­ჭე­ბი და­ემ­შვი­დე­ბი­ნა. ქრო­უს თქმით, მას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დის ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ექიმს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უხ­დის მად­ლო­ბას. ბევ­რი მათ­გა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ის „წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლად“ უნდა და­ა­სა­ხე­ლონ – ეს ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი სა­მო­ქა­ლა­ქო წო­დე­ბაა.

რი­ჩარდ ჰა­რი­სი გა­მოც­დი­ლი მყვინ­თა­ვი და წყალ­ქვე­შა ფო­ტოგ­რა­ფია. მას, ასე­ვე, აქვს მღვი­მე­ებ­ში ყვინ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბაც ავ­სტრა­ლი­ა­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და ჩი­ნეთ­ში.

ერთ-ერთი ექ­სპე­დი­ცია ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და – ჰა­რი­სის მე­გო­ბა­რი, აგ­ნეს მი­ლოვ­კა გა­მოქ­ვა­ბულ­ში უჰა­ე­რო­ბის გამო გა­ი­გუ­და.

ავ­სტრა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, ჰა­რის­მა ძა­ლი­ან დიდი როლი შე­ას­რუ­ლა, ასე­ვე, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ონ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვა­ნუ­ა­ტუ­ში, ავ­სტრა­ლი­ის მი­სი­ა­შიც.

მან თავ­და­დე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ვე­ტე­რი­ნარ ქრე­იგ ჩე­ლენს, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჰა­რის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ექი­მი და ჩე­ლე­ნი იმ ოც ავ­სტრა­ლი­ელს შო­რის იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ტა­ი­ლან­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

გააკეთეთ კომენტარი