ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა, რომელიც 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
“მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, რადგანაც ეს ატიპიური ტემპერატურა იყო მოსალოდნელი 2-დან 5 ივლისის ჩათვლით ჩვენ გადავწყვიტეთ, გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რათა ელექტროსისტემამ გაუძლოს კონდიციონერების დატვირთვას.
ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აპლიკანტები პირველ გამოცდას ქართულ-ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
გააკეთეთ კომენტარი