ემუქრება თუ არა საფრთხე ვიზალიბერალიზაციას?

126

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვიც.

“ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება”, – აცხადებს თამარ ხულორდავა.

რადიო „ფორტუნა“ სპეციალისტების შეფასებებით და პროგნოზებით დაინტერესდა. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია და ხელისუფლების განცხადებები შიშის გაჩენას არ ემსახურება.

“თუ ავიღებთ მაგალითად, საფრანგეთს, 2017 წელს 2700-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 6900-მდე გაიზარდა. ანუ 100%-იანი ზრდაა და მას თავისუფლად შეუძლია ამ მექანიზმის გამოყენება. ბოლო პერიოდში ასეთივე პრობლემა აქვს ალბანეთს. დაახლოებით 4 დღის წინ ამ საკითხზე მსჯელობა ნიდერლანდებმა დაიწყო. რაც შეეხება პროცედურებს, ინიციატორი ქვეყანა ამ საკითხს ევროკომისიასთან წამოაყენებს, აფასებენ სიტუაციას, რამდენად არის ის შიშები და საფრთხეები რეალური, ხდება გადამოწმება, რამდენად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, შემდეგ დგება დოკუმენტი და იწყება კენჭისყრა. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, პირველ ეტაპზე 18 თვით შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, შემდეგ დააკვირდებიან სიტუაციას, თუ დამაიმედებელი ნიშნები არ იქნება, შემდეგ 27 თვემდე გრძელდება, ბოლოს კი უკვე „შავი ქვეყნების“ სიაში ვიქნებით, ამის შემობრუნება კი ძალიან რთული იქნება“, – აცხადებს ჩხიკვაძე.

სპეციალისტები გამოსავალს ხელისუფლების ნაბიჯებში ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ამ საქმეს კანონების მიღება და მოქალაქეების დაჯარიმება ვერ უშველის.

 

წყარო: www.resonancedaily.com

გააკეთეთ კომენტარი