ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

174

ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა რუსეთზე, უკრაინასა და მინსკის შეთანხმებებზე ხანმოკლე დისკუსიის შემდეგ მიიღეს.ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე რეაგირება მოახდინეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში.

სენატორმა კონსტანტინ კოსაჩევმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ანტირუსული სანქციების მიმართ ერთიანი შეხედულება არ არსებობს. მისი აზრით, ევროკავშირის გადაწყვეტილება დიდწილად უკრაინის ინტერესებით არის განპირობებული, ვიდრე რუსეთის.

რუსეთის მიმართ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა მიმდინარე კვირას იტალიის პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტე. მისი აზრით, აღნიშნული სანქციების გაგრძელება არ უნდა ხდებოდეს ავტომატურად.

უფრო მკვეთრი და კრიტიკული იყო სლოვაკეთის პრემიერი პიტერ პელეგრინი, რომელმაც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უაზრო უწოდა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გაფუჭდა, ზოგიერთმა კომპანიამ რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობის არქონის გამო კი „თავიანთი ბაზრები დაკარგა“. შემზღუდავი ზომები მხოლოდ ზიანის მომტანია, მიიჩნევს სლოვაკეთის მთავრობის მეთაური.

გააკეთეთ კომენტარი