დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა გარემოსა და კლიმატის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

58

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა გარემოსა და კლიმატის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინიციატივა პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცეს.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. მისივე თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს უბიძგებს მიიღონ მსგავსი ზომები.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის საგანგებო მდგომარეობა ერთ-ერთი მოთხოვნაა იმ აქტივისტების, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ და მთავრობას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

კლიმატის საგანგებო მდგომარეობა ქვეყანას მისცემს საშუალებას 2030 წლისთვის ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობა შეამციროს. ზოგიერთი ქალაქი უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომ შექმნას ელექტრომობილების ჰაბი ან ააშენოს ენერგოეფექტური სახლები.

გააკეთეთ კომენტარი