დააჩქარებს თუ არა COVID-19 ადამიანური მუშახელის ჩანაცვლებას რობოტებით

72

ანალიტიკოსების თქმით, რობოტები, დიდი ალბათობით, ადამიანებს ჩაანაცვლებენ. ჩანაცვლების პროცესს კი ახალი კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო აჩქარებს.
„ადამიანები ხშირად გამოთქვამენ სურვილს იმის თაობაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანური ელემენტი იყოს ჩართული სხვადასხვა სამუშაო პროცესში, თუმცა, COVID-19-მა ეს შეცვალა“ – აცხადებს მარტინ ფორდი, რომლის ავტორობით დაიწერა ნაშრომი იმის თაობაზე, თუ როგორ ინტეგრირდებიან მომდევნო წლებში რობოტები  ეკონომიკის სფეროში“.
„COVID-19 მომხმარებლეთა პრეფერენციებს სრულიად შეცვლის“- განმარტავს ფორდი.
მსხვილი თუ პატარა კომპანიები უკვე მუშაობენ იმ საკითხზე თუ როგორ გამოიყენონ რობოტები სოციალური დისტნაციის დასაცავად და მაღაზიებში მომუშავე პერსონალის ჩასანაცვლებლად. რობოტებს, აგრეთვე, შეუძლიათ ე.წ საშინაო სამუშაოს შესრულებაც კი.
მაგალითად: „ვოლმარტი“, საცალო ვაჭრობის გიგანტი, უკვე დიდი ხანია, რაც სწორედ რობოტებს იყენებს იატაკის გასაწმენდად.
ხოლო, რობოტები სამხრეთ კორეაში უკვე სიცხესაც კი ზომავენ და ხელის ანტისეპტიკურ ხსნარებს არიგებენ.
უკვე ბევრი ჯანდაცვის ექსპერტი თვლის, რომ სოციალური დისტანცია 2022 წლამდე ჩვენი ქცევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, რობოტები კი დისტანციის კონტროლისთვის ნამდვილად გამოდგება

 

რობოტი, როგორც “დამლაგებელი”

კომპანიებზე, რომლებიც სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს აწარმოებენ, მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
დანიურმა ულტრაიისფერი სადეზინფექციო რობოტების მწარმოებელმა კომპანიამ ჩინეთისა და ევროპის საავადმყოფოებში ასობით ასეთი მოწყობილობა გააგზავნა.
სასურსათო მაღაზიები და რესტორნებიც კი, რომლებსაც Takeaway სერვისი აქვთ, უკვე სხვადასხვა მოწყობილობებს იყენებენ.
ექსპერტები ვარაუდობენ რომ, საწარმოების გახსნისას ახალი ტექნოლოგიის დანერეგვას უნდა ველოდოთ – რობოტები, რომლებიც ასუფთავებენ სკოლებსა თუ ოფისებს.
„მომხმარებლები ახლა უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარი და თავიანთი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე – აცხადებს ბლეიკ მორგანი, „მომავლის მომხმარებლის“ ავტორი.
თუმცა, არსებობს გარკვეული ხარვეზებიც. მაგალითად, მორგანის თქმით, სასურსათო მაღაზიის სალაროსთან ტექნიკურად გაუმართავმა სისტემამ მომხმარებელი შესაძლოა ისევ იმ სალაროსთან დააბრუნოს, სადაც მოლარეები ადამიანები არიან.

სოციალური დისტანცია

McDonald’s-ის მსგავსი სწრაფი კვების ქსელები უკვე დიდი ხანია, რაც რობოტებს მზარეულებად და მოლარეებად იყენებენ.
Amazon და Walmartის საწყობებში, რობოტებს უკვე იყენებენ. COVID-19ის პანდემიის გამო ორივე კომპანიას სურს რაც შეიძლება მეტი რობოტი გამოიყენოს დახარისხების,გადაზიდვისა თუ შეფუთვის დროს.


ამან შესაძლოა შეამციროს იმ უკმაყოფილო თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ კოლეგებთან სოციალური დისტანციის დაცვა უჭირთ. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, რობოტების „დასაქმება“ ბევრს სამსახურს დააკარგვინებს.
მიუხედავად იმისა, რომ რობოტებისა თუ სხვა ავტომატური მოწყობილობების შექმნა და შემდეგ მათი ბიზნესთან ინტეგრირება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, საბოლოოდ ისინი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ადამიანი.

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი კი იმ დონეზე ვითარდება, რომ შესაძლოა ჩაანაცვლოს ტუტორები, ფიტნეს-ინსტრუქტორები და ფინანსური მრჩევლებიც კი.
მსხვილი ტექ. კომპანიები ხელოვნური ინტელექტის როლს თანდათან ზრდიან. Facebook და Google უკვე ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობიან არასათანადო პოსტების წასაშლელად, რადგან კომპანიებში მომუშავე კონტენტის მოდერეტორებს სახლში პოსტების გადახედვის საშუალება არ აქვთ.
ექსპერტებმა ჯერ კიდევ 2017 წელს ივარაუდეს, რომ აშშ-ში მომუშავეთა მესამედს 2030 წლისთვის რობოტები და ავტომატები ჩაანაცვლებდნენ. თუმცა, პანდემიის მსგავსი მოვლენები ყველაფერს ცვლის და ექსპერტები თვლიან, რომ სწორედ ადამიანებზეა დამოკიდებული თუ რამდენად სურთ ტექნოლოგიების სამყაროსთან ინტეგრირება.

გააკეთეთ კომენტარი