გერმანია ანტისხეულებზე დამყარებულ მასობრივ ტესტირებას იწყებს

117

გერმანია ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომელიც ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს გამოსცდის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა მზარდი დინამიკის შესამცირებლად.

ტესტირება გერმანიის იმ ოთხ რეგიონში დაიწყება, სადაც COVID-19 ინფიცირებუტა რიცხვი ყველაზე მაღალია. ქვეყნაში იმედოვნებენ, რომ მომდევნო თვეებში ანტისხეულებზე ანალიზს მთლიან მოსახლეობას ჩაუტარებენ.

თუმცა, მეცნიერები, ჯერ-ჯერობით არ იძლევიან იმის გარანტიას, რომ ანტისხეულებით ვირუსისადმი იმუნიტეტი აუცილებლად გამომუშავდება.

გერმანიას ახალი კორონავირუსის  სულ 147,000 დადასტურებული შემთხვევა აქვს. გარდაცვლილი კი – 4,900 ადამიანია.

გააკეთეთ კომენტარი