ბელგიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

90

მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგიამ ინგლისი 2:0 დაამარცხა და დამსახურებულად დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს.

ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუტგეითმა მატჩის წინ თქვა, რომ ნახევარფინალში წაგების შემდეგ ფეხბურთელების მოტივირება გაუჭირდებოდა, მისმა ბელგიელმა კოლეგამ, რობერტო მარტინესმა კი აღიარა, რომ ბრინჯაოს მედლების მოპოვება მათთვის დიდი წარმატება იქნებოდა.

ბელგია დასაწყისშივე დაწინაურდა – კურტუას წამოწყებული კომბინაცია მენემ დააგვირგვინა. ცოტა ხანში მათ კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ამჯერად დე ბრიუნეს დარტყმული ბურთი პიკფორდმა მოიგერია. პირველი ტაიმის დარჩენილ დროშიც უპირატესობას ბელგიელები ფლობდნენ, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

შესვენების შემდეგ ინიციატივის ხელში ჩასაგდებად საუტგეითმა ცვლილებები განახორციელა და “სამმა ლომმა” შეუტია. უშედეგოდ. ბოლოს აზარმა მეორედ დალაშქრა კურტუას კარი და მისმა გუნდმა გაიმარჯვა.

გააკეთეთ კომენტარი