December 16, 2017 08:18 |

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებენ, რომ თუ ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების ინიცირებას მოახდენს, ისინი ამ სანქციებს მხარს დაუჭერენ.

ამის შესახებ განცხადება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა გუშინ, ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ მომავალ ოთხშაბათს, პოლონეთის მმართველი პარტიის მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე განხორციელებული აშკარა მოქმედებების გამო, რომელიც სასამართლოზე საკანონმდებლო კონტროლს ითვალიწინებს, წარადგენს სანქციებს პოლონეთის წინააღმდეგ.

აღნიშნული სანქციების პროცედურა მანამდე ევროკავშირში უპრცედენტო მოვლენას დაუდებს სათავეს – შეუწყვიტონ ხმის უფლება წევრ ქვეყანას – პოლონეთს.

“იმედი მაქვს, რომ ახალი პრემიერის პირობებში პოლონეთი უკან გაიწვევს ამ საკანონმდებლო ცვლილებებს” -განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში ახალ პრემიერს უნდა მიეცეს შანსი გამოასწოროს ვითარება.

პოლონეთის პრემიერმა სამიტი ნაადრევად დატოვა, მან სამიტის სხვა საკითხებზე წარმოამდგენლობის უფლება უნგრეთის პრემიერის, ორბანს გადასცა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ტუსკის განცხადებით, ის აპირებდა ახალ პრემიერთან საუბარს, თუმცა ხელის ჩამორთმევის იქით საქმე არ წასულა, განაცხადა ტუსკმა. “ეტყობა პრემიერს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა რომ არ დაესწრო სამიტს ბოლომდე”, სარკასტულად დასძინა ტუსკმა.

მეორე წელია პოლონეთი ახორციელებს სასამართლოს კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ შეფასებულ იქნა, როგორც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამოდ, ხოლო ევროკომისიამ შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

471 ნახვა

comments