December 11, 2017 15:58 |

PESCO  – მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის დაფუძნების შესახებ დღეს ხელი ბრიუსელში ევროკავშირის 25 წევრმა სახელმწიფომ მოაწერა. პესკო თავდაცვის სფეროში ხელმომწერთა განსაკუთრებულ თანამშრომლობას მოიცავს და მიუხედავად რამდენიმე ათეულწლიანი საკანონმდებლო არსებობისა აქამდე არასდროს ამოქმედებულა.

გადაწყვეტილების ფარგლებში იდენტიფიცირებულია 17-ზე მეტი სამხედრო სფერო რომელთა თაობაზე ხელმომწერი ქვეყნები ითანამშრომლებენ, მათ შორისაა სამხედრო შესყიდვებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროებიც.

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიიღეს ბრიტანეთმა, მალტამ (როგორც ნეიტრალურმა ქვეყანამ) და დანიამ, რომელიც სამხედრო საკითხებში ზოგადად არ მონაწილეობს.

 

 

625 ნახვა

comments