December 11, 2017 14:50 |

სირიაში დღეს განხორციელებული გამოუცხადებელი ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიიდან რუსული საჯარისო ნაწილების ნაწილობრივ გაყვანას იწყებს.

“მე დავავალე თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს, რომ სამხედრო ნაწილები მუდმივი ბაზირების ადგილებში დააბრუნონ”, განაცხადა პუტინმა. რია ნოვოსტის ინფორმაციით, პუტინი აპირებს დისლოცირებული არმიის “მნიშვნელოვანი ნაწილის” რუსეთში დაბრუნებას სირიიდან.

პუტინის თქმი “თუ ტერორისტები კვლავ წამოყოფენ თავს, ისინი ისეთ დარტყმას მიიღებენ რაც აქამდე არ უნახავთ”.

531 ნახვა

comments