December 11, 2017 14:28 |

კოსიკის ლიდერი ჟილ სიმეონი საფრანგეთისგან “პოლიტიკურ დარეგულირებას” ითხოვს. გუშინ გამართულ რეგიონალურ არჩევნებზე ხმების 56.6 პროცენტი კორსიკელმა ნაციონალისტებმა მიიღეს.

სიმეონიმ, რომელიც რეგიონს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს, ლე მონდს განუცხადა, რომ კორსიკამ მომდევნო 10 წელიწადში უნდა მიიღოს “სრული საკანონმდებლო უფლებამოსილებები” რათა მოახდინოს საუთარი საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის ავტონომიური რეგულირება.

სიმეონიმ ამავე დროს დასძინა, რომ ფართო ავტონომიისგან განსხვავებით, სრული დამოუკიდებლობა მიზანს არ წარმოადგენს და დღის წესრიგში ამ დრომდე არ დამდგარა.

352 ნახვა

comments