ივნისი 29, 2017 16:59 |

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშილთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვენებს:

კონსტიტუციის მიმართ რომ უკვე რადიკალურ პოზიციაზე გადავიდა და კონსენსუსზე კი არა საკუთარი პოზიციის გატანაზე იბრძვის ეს ერთია, მაგრამ აქ კიდევ უფრო გამაოცებელი ნაბიჯი გადადგა პრეზიდენტმა: პირდაპირ უცხოელებთან, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, უმაღლეს მოსამართლეებთან პრეზიდენტმა ჩვენი ევროპულ ღირებულებები, საქართველოს სანდოობა და მისი დემოკრატიულობა კითხვის ქვეშ დააყენამე პირადად შეურაცხყოფილი ვარ!“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, “დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს”.

405 ნახვა

comments