June 25, 2017 19:02 |

იტალიის 100-ზე მეტ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, მართალია ეს თვითმმართველობის არჩევნებია, თუმცა ამ არჩევნებში მიღებული შედეგები მეტ წილად საპარლამენტო არჩევნების ბედსაც გადაწყვეტს. ერთანეთს ორი მთავარი ძალა უპირისპირდება. ესენი არიან: მემარჯვენე ცენტრისტული პარტია, რომელსაც მხარს სილვიო ბერლუსკონის Forza Italia და “ემიგრანტების საწინააღმდეგო ჩრდილოეთ ლიგა” უჭერს. მეორე მთავარი ძალა იტალიის ოპოზიციაა “მოძრაობა 5 ვარსკვლავი”, რომელიც ხალხში პოპულარულია და გამოკითხვების მიხედვით, ამ მოძრაობას გამარჯვების დიდი შანსებიც აქვს.

“ეს არჩევნები ერთგვარი ტესტი იქნება იმისა თუ რა პოლიტიკური განწყობები არსებობს იტალიაში”, – წერს Reuters-ი.

არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს გაიმართა, თუმცა 111 ოლქში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მათ შორის 19 დიდ ქალაქში, რომლებიც იტალიის რეგიონების ცენტრებად ითვლება. არჩევნების მეორე ტურში ხმას 4 მილიონზე მეტი ამომრჩეველი აძლევს.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ანტი-ევროპული განწყობები გაძლიერდა, ეს, განსაკუთრებით, სამხრეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან იტალიაში მიგრანტების დიდი რაოდენობით ჩასვლის შემდეგ გახდა შესამჩნევი.

იტალიის საპარლამენტო არჩევნები 2018 წელს არის დაგეგმილი.

 

წყარო

332 ნახვა

comments