ივნისი 25, 2017 19:00 |

იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თეთრი ღამეების საიდუმლოს მიაგნეს. ამ მოვლენის დროს ცა განათებული რჩება ისე, რომ ადამიანებს კითხვაც შეუძლიათ და შორ მანძილზე ობიექტების გარჩევაც. კვლევის შესახებ პრესრელიზი Phys.org-მა გამოაქვეყნა.

თეთრი ღამეები ზოგჯერ იმ ტერიტორიების სამხრეთითაც ჩნდება, სადაც ეს უკვე ჩვეული მოვლენაა. ეს მკვლევარებისთვის გამოცანა იყო.

მეცნიერები, რომლებიც მონაცემებს მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან შეისწავლიდნენ, ამბობენ, რომ ამ ფენომენის მიზეზი ატმოსფერული ტალღებია, რომლებიც ერთმანეთს განსაზღვრულ ადგილებში ერწყმიან. ეს სუსტ ნათებას აძლიერებს, რომელიც გაბნეულია დედამიწის ჰაერის სივრცეში, ასევე მომწვანო ნათებაც, რომელიც ჟანგბადის ატომებით წარმოიქმნება. შედეგად, ბუნებრივი ღამის განათება ჩვეუილებრივზე ათჯერ უფრო კაშკაშა ხდება.

 

წყარო

428 ნახვა

comments