ივნისი 25, 2017 18:58 |

ვენეციაში დიდი საკრუიზო გემების შემოსვლასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდა. ვენეციელების 99%-მა ხმა მისცა ტურისტული გემების ქალაქის პორტში შემოსვლის აკრძალვას. გამოკითხვას არ გააჩნია ოფიციალური ძალა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ვერ დატოვებს უყურადღებოდ ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობის აზრს. ინფორმაციას Commersant ავრცელებს.

2016 წელს ტურიზმმა ვენეციის ბიუჯეტს 5,6 მლრდ ვერო მოუტანა, თუმცა, როგორც ჩანს, ვენეციელები მზად არიან უარი თქვან შემოსავლების ნაწილზე იმისთვის, რომ დაისვენონ ტურისტებისგან.

ქალაქის მოსახლეობის აზრით, გემები, რომლების ვენეციის პორტის განლაგებიდან გამომდინარე ნავსადგურში შესასვლელად გადიან ვენეციის ცენტრთან ახლოს, ანგრევენ ქალაქს, ხოლო ათობით ათასი ტურისტი, რომელიც ჩამოდის ამ გემებიდან სანაპიროზე, ვენეციაში ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.

კენჭისყრაში მონაწილეობა 18 000-მა ადამიანმა მიიღო (ვენეციაში 55 000 ადამიანი ცხოვრობს).

„ის რომ, ჩვენ შევაგროვეთ ამ რაოდენობით მხარდამჭერი, მეტყველებს იმაზე, რომ ვენეციელების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ქალაქში დიდი გემების შესვლას” – განაცხადა პლებისციტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლუჩანო მაცოლინამ.

მისი აზრით, გამოკითხვის შედეგები ვერ დარჩება რეაგირების გარეშე ხელისუფლების მხრიდან. 2012 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე აკრძალა დიდი გემების შემოსვლა ვენეციის ცენტრში, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ იმის შემდეგ შევა, რაც ასეთი ლაინერებისთვის ახალი არხი აშენდება.

343 ნახვა

comments