ივნისი 25, 2017 18:57 |

საქართველოს კალათბურთელთა B ნაკრებმა ჩინეთის საერთაშორისო ტურნირისთვის მზადება დაასრულა. დავით უსტიაშვილის მომზადებული გუნდი ჩინეთში ხვალ გაემგზავრება და ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის კლუბებთან 10-ზე მეტ შეხვედრას გამართავს.

B ნაკრების მთავარი დანიშნულება ეროვნული გუნდის კანდიდატი კალათბურთელების კარგ ფორმაში ყოფნაა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარებიან.

შარშან B ნაკრებიდან ეროვნულში 3 მოთამაშე გადავიდა, რომელთაგან 2 საბოლოო ჯამში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

 

წყარო

290 ნახვა

comments