ივნისი 25, 2017 18:55 |

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

„რამაზან ბაირამს ვულოცავ ჩვენს მუსლიმან ძმებს. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი თანაცხოვრების ისტორია საუკუნეებს ითვლის; ჩვენ გვაკავშირებს დიდი მეგობრობა და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი სიახლოვე და ურთიერთპატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა. მთელი გულით ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – აღნიშნულია პრემიერმინისტრის მილოცვაში.

30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამადანის ანუ ფითირ–ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.

მუსლიმთა მარხვა 9 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა. ბაირამი სამ დღეს გაგრძელდება, რა დროსაც მორწმუნეები წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.

 

წყარო

294 ნახვა

comments