ივნისი 25, 2017 18:54 |

2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროში უვიზოდ შესვლა შეეძლებათ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საკურორტო სეზონზე ქვეყანაში უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, მონტენეგროს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება 14 ივნისს მიიღო. საქართველოს მოქალაქეებს 30 დღის განმავლობაში, ვიზის გარეშე შეუძლიათ იმოგზაურონ მონტენეგროში, რომელიც 58-ე ქვეყანაა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუძლიათ.

მონტენეგროში საქართველოს მოქალაქეების გარდა, 30 დღით უვიზო მიმოსვლა დაშვებულია ასევე, სომხეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებითვის.

479 ნახვა

comments