ივნისი 25, 2017 18:53 |

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისიდან რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შედის. სიახლეები რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს გააცნეს.

ცვლილებების მიხედვით, “ყველი” მხოლოდ რძისგან დამზადებული ნაწარმია, “კარაქი” – ნაწარმი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39 %-ია და არაუმეტეს 79 %.

დამრღვევი 400 ლარით დაჯარიმდება, მეორეჯერ – 1 200 ლარით.

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოების და ბაზარზე განთავსების პირობებს.

 

წყარო

423 ნახვა

comments