ივნისი 25, 2017 18:52 |

მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე სომხური სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. მგზავრები ავტობუსის სავენტილაციო ლუქიდან ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. არიან დაშავებულები. სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა.
წყარო

309 ნახვა

comments