ივნისი 25, 2017 18:50 |

იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანი ახალ პოზიციაზე ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოში ცვლილებებს აანონსებს. მისი თქმით სასამართლოები საქმეებით გადატვირთულია და პირველ რიგში მის განტვირთვას გეგმავს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის იუსტიციის საბჭოს მდივნად მურუსიძის ე.წ. კლანის წევრობის გამო აირჩიეს, მიქაუტაძემ მას მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებული ხმების რაოდენობა (246 ხმა) დაუპირისპირა და კრიტიკას მიუღებელი უწოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივნად გიორგი მიქაუტაძე დღეს 4 წლის ვადით აირჩიეს. მან ლევან მურუსიძე შეცვალა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან უკვე გადადგა.

 

წყარო

312 ნახვა

comments