June 25, 2017 18:49 |

კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, საყდრისის მუზეუმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

“საქართველო ამ მუზეუმით იამაყებს. ყველაფერი ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კეთდება. მოეწყობა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია და ლაბორატორია. ეს იქნება მუზეუმის ახალი მოდელი – კლასიკური სამუზეუმო სივრცე, აქტივობები და საგანმათლებლო კომპონენტი. ქვემო ქართლს ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის კერა შეემატება”, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

 

წყარო

255 ნახვა

comments