ივნისი 25, 2017 18:45 |

ბრიტანელმა მუსიკოსმა კლიფორდ პრაისმა, რომელიც Dj Goldie-ის სახელით არის ცნობილი, შემთხვევით ცნობილი ქუჩის მხატვარი ბენქსის სახელი გაასაჯაროვა. ინფორმაციას ავრცელებს The Telegraph-ი.

Distraction Pieces-ის პოდკასტთან ინტერვიუს დროს, საუბარი ბენქსის შემოქმედებაზე დაიწყეს და პრაისმა აღნიშნა, რომ ადამიანებს მხატვარის ნამუშევრებზე ფულის კეთება სურთ.

“დაბეჭდეთ მაისურზე სახელი ბენქსი დიდი შრიფტით – და მზადაა. შეიძლება გაყიდოთ! უდიდეს პატივს ვცემ რობერტს, ვფიქრობ, რომ მან ხელოვნების სამყარო შეცვალა”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ფრაზის შემდეგ გოლდიმ სწრაფად შეცვლა სასაუბრო თემა. თუ ცნობილ მხატვარს მართლა რობერტი ჰქვია, ამით დასტურდება თეორია, რომ ბენქსის სახელით მხატვარი რობერტ დელ ნაია იმალება, რომელიც დღეს ჯგუფი Massive Attack-ის ერთერთი დამაარსებელია.

 

წყარო

238 ნახვა

comments