June 19, 2017 14:19 |

“დავუჯეროთ ვენეციას, დამიჯერეთ, ჩვენთვის კარგი უნდათ”, – წერს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი facebook-ზე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს გასაჯაროვდება.

ლევან ბოძაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა 5 ივნისს დატოვა. ის არ შეუერთდა ეროვნული უშიშროების საბჭოს დასკვნით კომუნიკეს, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მიიღეს.

ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში ელჩად დაინიშნა და უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოდან უნდა შეუდგეს.

 

წყარო

 

309 ნახვა

comments