June 19, 2017 11:46 |

სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში, უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა და უკან, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა.ერთ-ერთი მგზავრის განცხადებით, თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მგზავრის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ატლასჯეტის“ რეისმა 4 საათითა და 30 წუთით დაიგვიანა და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 02:20 საათის ნაცვლად, 06:50 საათზე დაეშვა.

405 ნახვა

comments