ივნისი 18, 2017 23:39 |

NASA-ს მეცნიერებმა შავი ზღვის უახლესი კოსმოსური ფოტოები გამოაქვეყნეს. ახალი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ზღვაში ფიტოპლანქტონის რაოდენობამ იმატა, რამაც ფირუზისფერი გრიგალები გამოიწვია. ინფორმაციას ავრცელებს BusinessInsider-ი.

ფიტოპლანქტონი – მცენარეული პლანქტონი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ფოტოსინთეზის პროცესი. ფიტოპლანქტონის ინტენსიური განავითარება იწვევს წყალსატევის ეგრეთ წოდებულ „აყვავებას“, რომლის დროსაც წყლის შეფერილობა იცვლება და გამჭვირვალობა მცირდება.

შავი ზღვის ერთ-ერთი ფიტოპლანქტონი კოკლოტოფორიდია – მიკროსკოპულ პლანქტონს, გარს აკრავს თეთრი კალციუმის კარბონატის საფარი. როდესაც, ბევრი პლანქტონი ერთად გროვდება, კოსმოსიდან თეთრი ფერი მოჩანს, რომელიც დაღვრილი რძის ასოციაციას იწვევს.

 

წყარო

1245 ნახვა

comments