June 17, 2017 19:40 |

ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა და სხეულის დამწვრობა მიიღო. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ძრავის ნაწილი აფეთქდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 35 და 42 წლის მამაკაცები მიიყვანა, რომლებსაც სახისა და ზედა კიდურების არეში დამწვრობა აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

194 ნახვა

comments