ივნისი 16, 2017 00:11 |

კოლუმბიელი ტელეწამყვანი და მოდელი პაულინა კარინა დიაზი ორი კაცის გატაცებისთვის დააკავეს. საქმე ეხება 2011 წელს მომხდარ ამბავს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, მოდელმა და მისმა თანამზრახველმა 2011 წელს ბარიდან, მოტყუებით გაიტაცეს ბიზნესმენი მილტონ კარო უილიამი და მისი ადვოკატი, გაიყვანეს ქალაქიდან და უცნობ ადგილას გამოკეტეს. ბრალდებულები გატაცებულთა გათავისუფლების სანაცვლოდ, მათი ოჯახებისგან მილიონ დოლარზე მეტს ითხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს, ბიზნესმენი და ადვოკატი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.

27 წლის მოდელს ერთ-ერთ რეიტინგულ კოლუმბიურ არხზე გადაცემა მიჰყავდა. არხის წარმომადგენლების თქმით, ის უფასოდ მუშაობდა და მას მხოლოდ პოპულარობა სურდა.

241 ნახვა

comments