ივნისი 15, 2017 20:17 |

ქართული პოლიტიკური პარტია “გირჩი”, გასაბერი ეკლესიის ყიდვას აპირებს, რათა დაამტკიცოს თავისი ორგანიზაციის სერიოზულობა და ახალგაზრდებს დაეხმაროს, თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს, – წერს ბრიტანული გამოცემა BBC.   BBC ასევე ციტირებს “იმედის” რეპორტაჟს, სადაც თეოლოგი ლადო სანაია, მსგავს ინიციატივას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ “ეს იდეა, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება რელიგიას არამხოლოდ ქართულ კულტურაში, არამედ სხვა კონსერვატიულ საზოგადოებებშიც”.   7 ივნისს, გირჩის რელიგიურმა ორგანიზაციამ  მღდელმსახურების მოწმობების გაცემის შემდეგ, შენობაზეც იფიქრა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ არც მეტი არც ნაკლები, გასაბერი ეკლესია სჭირდებათ – ეს მათივე  განცხადებით, იაფიცაა და მობილურიც. გასაბერი ეკლესიისთვის საჭირო თანხა კი მრევლმა უნდა შეკრიბოს.  21 აპრილს, ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. პარტიის ლიდერი განმარტავს, რომ რელიგიური ორგანიზაცია „გირჩის“ მსგავსად თავისუფლების იდეასაც ქადაგებს. ამასთან „ბიბლიური თავისუფლება“ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაშიც დაეხმარება.

წყარო

208 ნახვა

comments