June 15, 2017 20:09 |

მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ ნაგვაზაოს მცხოვრებლების თქმით, წვიმის შედეგად მდინარეში წყლის დონემ მოიტამა და 20-ზე მეტ ოჯახში წყალი პირველ სართულზე შევიდა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

სოფლის მოსახლეობის თქმით, ასევე დატბორილია სახნავ-სათესი მიწები, განადგურებულია მოსავალი, დაიხრჩო წვრილფეხა საქონელი. დაზარალებულები ამბობენ, რომ, არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან.

156 ნახვა

comments