ივნისი 15, 2017 20:04 |

ბრიტანელი მეცნიერი და ბიზნესმენი, ბრაიან ბელჰაუსი ძროხების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ Independent იტყობინება.

ინციდენტი ორშაბათს მოხდა, როცა 80 წლის ბელჰაუსი ქალაქ ვინჩელსის სიახლოვეს სეირნობდა. ის ამ ქალაქში ცხოვრობდა. სოფელ ჰესტლინგში მდებარე XI საუკუნის ეკლესიასთან ის ძროხების ჯოგმა გათელა.

გამვლელებმა მოხუცის ყვირილი გაიგეს. გამოიძახეს სასწრაფო და პოლიცია. ექიმები ინციდენტის ადგილზე ვერტმფრენით ჩავიდნენ, მაგრამ პროფესორის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბრაიან ბელჰაუსი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ფარმაცევტული კომპანიის Powderject დამფუძნებელიც იყო, რომელიც უნემსო ინექტორებს, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს აწარმოებდა.

გამოცემის ცნობით, ამ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა დიდ ბრიტანეთში, როდესაც ძროხები ადამიანებს თავს ესხმიან. ასეთი შემთხვევის შედეგად, ორი ქალი მძიმედ დაშავდა.

 

წყარო

353 ნახვა

comments