მაისი 3, 2017 15:50 |

ფინეთში სახელის და გვარის არჩევასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებები შედის, – იუწყება ადგილობრივი მედია.

ფინეთის იუსტიციის სამინისტროს პროექტით, მოქალაქეებს არჩევნის თავისუფლება ეზრდებათ. მაგალითად, დღეს ნებადართული სამი სახელის ნაცვლად მშობლები ბავშვისთვის ოთხი სახელის დარქმევას შეძლებენ; შესაძლებელი გახდება ასევე ბავშვისთვის ერთი ორმაგი გვარის მიცემა, რომელიც მშობლების სხვადასხვა გვარებისგან შედგება; წყვილს, რომელიც დიდი ხანია ერთად ცხოვრობს და ოფიციალურად დაქორწინებული არ არის, საერთო გვარის აღების უფლება ექნება.

 

წყარო

244 ნახვა

comments