January 18, 2017 07:26 |

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო ბაზაზე მოსამზადებელი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები გაიმართება.

წვრთნებში მონაწილეობას 100 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა და 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ბტრ-82ამ ტიპის ჯავშანტექნიკა და ტ72-ბ3 უახლესი ტანკები, რომლებიც შეიარაღებაში შარშან შევიდა.

სამინისტროს ცნობით, წვრთნები გაიმართება გუდაუთისა და ნაგვალოუს რაიონებში, ასევე კრასნოდარის მხარის მოლკინოს რაიონში და მოიცავს დღისა და ღამის საბრძოლო მანევრებს, რომლის დროსაც მოხდება ტაქტიკური, საცეცხლე და სპეციალური მომზადების სრულყოფა.

წვრთნებს, რომელიც თებერვლის შუა რიცხვები გაიმართება, წინ უძღოდა თვენახევრიანი პირადი შემადგენლობის მომზადება. სამინისტროს ცნობით, თითოეულმა სამხედრომ მომზადება სპეციალურ კომპიუტერულ ტრენაჟორებზე გაიარა, რაც საშუალებას აძლევს მათ თანამედროვე ბრძოლის დინამიურად ცვალებად პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული მოქმედების გამოცდილება მიიღონ.

 

391 ნახვა

comments