January 16, 2017 13:31 |

ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებით ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს სესხის გაცემის დროს სესხის სარგებლის ზედა ზღვარი დაუწესდათ. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში მაღალპროცენტიანი – 150%–ზე ზემოთ ონლაინ სესხების გაცემა პრაქტიკულად, იკრძალება.  ონლაინ სესხების კომპანიები ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდნენ. მათი ძირითადი ნაწილი თავიანთი საქმიანობის შეჩერებას გეგმავს.

 

„ამ რეჟიმში მუშაობა არ ღირს, შესაბამისად თვის ბოლომდე გადაწყვეტილებას მივიღებთ” -ეს განცხადება ონლაინ სესხების კომპანია „ავენტუს ჯორჯიას” (okcredit) დირექტორმა ირინა ზაალიშვილმა მთავრობის მიერ ონლაინ სესხების კომპანიებისთვის დაწესებულ რეგულაციების შეფასებისას გააკეთა.

 

საქართველოში ონლაინ სესხების ბიზნესი ბოლო ათი წლის განმავლობაში გააქტიურდა. ბაზარზე პრაქტიკულად ყოველთვიურად იქმნებოდნენ ახალი კომპანიები, რომლებიც აქტიური სარეკლამო კამპანიით იზიდავდნენ მომხმარებელს. ჩვენი მონაცემებით, ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 700–900%–ს აღწევდა წლიურად. ასეთი მაღალი მარჟა ცხადია, ამ ბიზნესს საქართველოში მიმზიდველს ხდიდა.

 

ონლაინ სესხების ქართულ ბაზარზე რამოდენიმე საერთაშორისო ბრენდი ფუნქციონირებს: vivus.ge, moneymen.ge, netcredit.ge, okcredit.ge, crediton.ge  –  ეს კომპანიები საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან მოზიდული ფინანსებით საქმიანობენ.

დანარჩენი ონლაინ სესხების კომპანიების უმრავლესობა ადგილობრივი კაპიტალით შექმნილი კომპანიები არიან და ადგილობრივ ფინანსურ რესურსს იყენებენ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია ძირითადად რა ფინანსური რესურსებით საქმიანობენ ონლაინ სესხების კომპანიები და შესაბამისად, რატომ იყო ასეთი მაღალი განაკვეთი გაცემულ სესხებზე. ცხადია, ეს ინფორმაცია რთული მოსაპოვებელი აღმოჩნდა და პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა იმის დადგენა,  თუ საიდან იზიდავდნენ ფულს ონლაინ სესხების ქართული კომპანიები. ერთადერთი რისი გარკვევაც “კომერსანტმა” საფინანსო წრეებთან დაახლოებული წყაროებიდან შეძლო, იყო ის, რომ ონლაინ სესხების კომპანიებს ხშირად აფუძნებდნენ ქართველი ბანკირები – ქართული საბანკო სფეროში დასაქმებული სხვადასხვა რანგის მენეჯერები, რომელთაც შედარებათ იოლად მიუწვდებათ ხელი საბანკო ფულად რესურსთან და ფაქტობრივად, საბანკო ფინანსების დაბანდებას ახორციელებდნენ ონლაინ–სესხების კომპანიებში, რომელსაც გაცილებით მაღალი პროცენტებით გასცემენ.  ცხადია, “კომერსანტი” მტკიცებთ ფორმაში ვერ დაადასტურებს ამ ვერსიას, თუმცა ჩვენთვის კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რა ფულადი რესურსებით საქმიანობენ ქართული ონლაინ სესხების კომპანიები და რატომ ვერ გააგრძელებენ ისინი წარმატებით საქმიანობას ისეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, როგორიცაა 150%.

1 წლის წინ ბაზარზე შემოსული ონლაინ სესხების კომპანია „ავენტუს ჯორჯიას” (okcredit) დირექტორი ირინა ზაალიშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა ონლაინ სესხების კომპანიების მიმართ რეგულაციები დაანონსა, კომპანიას  გაცემული სესხების დაბრუნების პრობლემა შეექმნა. „მოსახლეობას ჰგონია, რომ ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალა და მათ აღებული სესხების დაბრუნება აღარ მოუწევთ”-აცხადებს ზაალიშვილი.

მისივე განმარტებით, მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ აშკარად დადგება ონლაინ სესხების კომპნების ბაზრიდან გაქრობის საკითხი. როგორც ზაალიშვილი აცხადებს, ამ სეგმენტში ძირითდადაც საერთაშორისო კომპანიები არიან შემოსული და უცხოელი ინვესტორები ყავთ. „ჩვენი დამფუძნებელი-პარტნიორებიც უცხოელები, ლიტველები არიან. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ის კომპანიები, რომლებსაც უცხოელი დამფუძნებელი ჰყავს, ისინი ქვეყნიდან გაიტანონ კაპიტალი, რადგან არ ღირს აქ მუშაობა. 150 პროცენტი არ არის ის ზედა ზღვარი, რომ ამ ბიზნესმა იფუნქციონიროს”-აცხადებს ზაალიშვილი.

კითხვაზე, კომპანია „ავენტუს ჯორჯია” გააგრძელებს თუ არა საქმიანობას საქართველოში ამ დროისთვის უცნობია. ზაალიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას ძალიან მოკლე დროში უნდა იქნას მიღებული. „ამ რეჟიმში მუშაობა არ ღირს, შესაბამის,ად თვის ბოლომდე გადაწყვეტილებას მივიღებთ”-აცხადებს ზაალიშვილი.

კითხვაზე, რა არის მათთვის მისაღები პროცენტი, ზაალიშვილი განმარტავს, რომ წლიური 150 პროცენტი არის ძალიან მიზერი, თუმცა, იმასაც ამბობს და ადასტურბს, რომ ონლაინ სესხებს ზოგადად, ძალიან მაღალი პროცენტი ჰქონდათ. „აბსოლუტურად არანაირი რეგულაცია არ იყო. ეს მთავრობის მიერ რეგულირებადი უნდა ყოფილიყო. არ ვიცი რა პროცენტია ჩვენთვის მისაღები, თუმცა ის ვიცი, რომ 150 პროცენტი ძალიან დაბალია”-აცხადებს ზაალიშვილი.

მისი განცხადებით, okcredit-ი სეხებს წლიურად 700 პროცენტამდე საპროცენტო განაკვეთით გასცემდა. „ჩვენ ძალიან ლოიალურები ვიყავით კლიენტების მიმართ. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ პრობლემური კლიენტებისთვის ხელი შეგვეწყო და 300 ლარიანი სესხები 2000 ლარი არ გაგვეხდა. ჩვენ კლიენტს ხელს ვუწყობდით”-აცხადებს ზაალიშვილი.

მისივე განმარტებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ ონლაინ სეხების კომპანიები დახურა. ზაალიშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი გაუაზრებელი იყო, რადგან უცხო ქვეყნებიდან აღნიშნულ ბიზნესში ძალიან ბევრი თანხაა ინვესტრებული, შესაბმისად, თუ ბევრი კომპანია დაიხურა და ქვეყნიდან ინვესტიციები გავიდა, ძალიან ცუდი იქნება.
,,ონლაინ კრედიტის” გენერალური დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რომ 100 პროცენტიანი ეფექტური  წლიური განაკვეთი არაადექვატურად დაბალია და მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ონლაინ სესხების ბიზნესი დახურა. შესაბამისად, კომპანია „ონლაინ კრედიტი” ამ ფორმით საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნას გეგმავს.

როგორც კობიაშვილი აცხადებს, გარდა 100 პროცენტიანი  ეფექტური წლიური განაკვეთისა, მთავრობამ მიმდინარე წლიდან კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც ყოველთვიურად, გაცემული სესხების ოდენობის 15 პროცენტის ავანსად გადახდაში გამოიხატება. ამას კი ბიუჯეტი სეხის უკან დაბრუნების შემთხვევაში აბრუნებს. კობიაშვილის მტკიცებით,სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, ონლაინ სესხების კომპანია „ონლაინ კრედიტი” მიკროსაფინანსო ორგანიზიაციად გარდაიქმნება.
„თუ ჩვენ კლიენტმა 1 წელი სესხი არ გადაგვიხადა, ეს ჩვენ ფულადი სახსრების მოძრაობაში ძალიან დიდი პრობლემებს გვიქმნის.  ჩვენთვის მთავარი შემოსავალია სესხის საკომისიო და არა ჯარიმა. შედეგად, ჩვენ გვიდნა, რომ ჯარიმა იყოს მარალი, რათა კლიენტმა სესხი დროულად დაფაროს. ჩვენ ამ 100 პროცენტიანი ეფექტური  განაკვეთით ვეღარ ვაზღვევთ რისკებს და ვეღარ ვაიძულებთ კლიენტს, რომ დროულად დაფაროს სესხი”-აცხადებს კობიაშვილი.

მისი თქმით, წლიური 150  ეფექტური პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს იმას, რომ კომპანიას შეუძლია მსესხებელს ჯარიმა დააკისროს დღიურად 0.4 პროცენტი.ეს კი მისი თქმით, ძალიან მცირეა. „ამჟამად  პირველ სესხზე ვაკისრებდით დღიურ 0.066 პროცენტს. ამ შემთხვევაში კი კლიენტი ფულს აღარ გადაიხდის. ჩვენ გაგვეზრდება ამოღების რისკი და ამიტომ აღარ გვიღირს მუშაობა”-აცხადებს კობიაშვილი.

მისი თქმით, დღეს კომპანიას პრობლემური სესხების წილი 20 პროცენტზე ნაკლებია, თუმცა, აღნიშნული რეგულაციის შედეგად, ეს მაჩვენებელი გაორმაგდება. მისივე განმარტებით, კომპანიის წლიური საპროცენტო განაკვეთი 475 -748 პროცენტი იყო.
ონლაინ სესხების კომპანია Crediton.ge-ს ხელმძღვანელი სანდრო ლომაძე განმარტავს,რომ კომპანიის საქმიანობა ხარჯიანია. მათ შორის დიდი წილი უჭირს მარკეტინგული მიმართულებით დანახარჯებს.

როგორც ლომაძე აცხადებს, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პირობითად, 100 განაცხადიდან თუ კმაყოფიდებოდა 27 სესხი, დღეს დაკმაყოფლდება 2 განაცხადი. „აქედან გარკვეული პროცენტი სესხს არ იხდიდა, ამას ეს ბიზნეს მოდელი იტანდა. მთავრობის გადაწვეტილების შემდეგ მოგვწიევს სხვა რეალობაზე გადაწყობა და 100 განაცხადიდან სესხს მხოლოდ 2-ზე მივცემთ. მინიმუმადე დავიყვანთ რისკებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ფულზე მოთხოვნა იქნება, თუმცა, მიწოდება არა”-აცხადებს ლომაძე.

მისი განცხადებით, ბაზრიდან გასვლის საკითხი არ დგას,რადგან Crediton.ge მსოფლიოს 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ზურგს ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია უმაგრებს. თუმცა, როგორც ლომაძე განმარტავს, რეგულაცია საკმაოდ მძიმე იქნება იმ კომპნიებისთვის, ვისაც დიდი კაპიტალი ზურგს არ უმაგრებს.

კითხვაზე, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და Crediton.ge მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სესხს რამდენად პროცენტად გასცემს, ლომაძე განმარტავს, რომ ასეთი ცუდი რეგულაცია მსოფლიოს არცერთ ბაზარზე არ არსებობს. ლომაძეს მაგალითად, ჰოლდინგში არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ტარიფები მოჰყავს.

www.crediton.ge საქართველო – 278%,
www.lendon.pl პოლონეთი 1,804%,
www.crediton.cz ჩეხეთი 5,281%,
www.lendon.dk დანია 942,62%,
www.lendon.mx მექსიკა 8,505 %.

მისივე მტკიცებით, ამგვარი რეგულაციები არსად არის და საქართველოში ეს ნაბიჯია იმისკენ, რომ ქვეყანაში ონლაინ ბიზნესმა არ იარსებოს.

რაც შეეხება სხვა ონლანი–სესხების გამცემ კომპანიებს, მათი ნაწილი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მიქელაძემ განაცხადა.

„ჩვენ ეს კანონპროექტები ძალიან დეტალურად განვიხილეთ, ისინი უპირველეს ყოვლისა ეხება ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, კომერციულ ბანკებთან. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტები და ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე.

აღნიშნული ცვლილებით, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს.

 

commersant.ge

1064 ნახვა

comments